2024-02-19 14:07:17, 701 ნახვა
მსოფლიო
ნავალნის პრესმდივანი - ალექსეი ნავალნის დედა და ადვოკატები მორგში არ შეუშვეს
რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დედა და ადვოკატები მორგში არ შეუშვეს. ამის შესახებ ალექსეი ნავალნის პრესმდივანი კირა იარმიშა X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) წერს.
მისი თქმით, მორგის თანამშრომლები არ პასუხობენ კითხვას, სად არის ნავალნის ცხედარი.
"ალექსეი ნავალნის დედა და ადვოკატები მორგში დილით ადრე მივიდნენ. ისინი არ შეუშვეს. ერთ-ერთი ადვოკატი ფაქტიურად გააძევეს, მაშინ როდესაც მორგის თანამშრომლებს ჰკითხეს, იყო თუ არა ნავალნის ცხედარი იქ. თანამშრომლებმა კითხვებს არ უპასუხეს", - წერს კირა იარმიშა.
შეგახსენებთ, რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 16 თებერვალს გაავრცელა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,