14:35 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-19 13:06:28, 663 ნახვა

მსოფლიო
ფაშინიანი - სომხეთი და აზერბაიჯანი პრაღისა და ბრიუსელის შეთანხმებების ერთგული რჩებიან

სომხეთი და აზერბაიჯანი პრაღისა და ბრიუსელის შეთანხმებების ერთგული რჩებიან,- ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

როგორც ფაშინიანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ თქვა, მხარეები საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზეც შეთანხმდნენ.

"შეხვედრის დროს იყო მნიშვნელოვანი კითხვა, ადასტურებენ თუ არა მხარეები ადრე მიღწეულ შეთანხმებებს, რომლებიც მიღწეულ იქნა როგორც პრაღაში ოთხმხრივ შეხვედრაზე, ასევე ბრიუსელში მოლაპარაკებების დროს. მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ მხარეები ამ შეთანხმებების ერთგულები რჩებიან. 

შევთანხმდით, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები მალე შეხვდებიან, რის შემდეგაც საზღვრის დემარკაციის საკითხზეც გაიმართება შეხვედრა",- აცხადებს ფაშინიანი.

ცნობისთვის, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მიუნხენში გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის შუამავლობით შეხვდნენ.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics