|
2024-02-18 13:04:33, 1455 ნახვა
ომი უკრაინაში
Rheinmetall უკრაინაში საბრძოლო მასალის წარმოების ქარხანას ააშენებს
გერმანულმა თავდაცვის კომპანია Rheinmetall-მა გამოაცხადა თავისი განზრახვა ააშენოს ახალი ქარხანა საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოებისთვის უკრაინაში. ამის შესახებ ნათქვამია კონცერნის მესიჯში სოციალურ ქსელ X-ზე (Twitter), იუწყება Focus.de. ამ მიზნით, გერმანულმა თავდაცვის კონცერნმა და უკრაინულმა პარტნიორმა კომპანიამ მიუნხენის უსაფრთხოების 60-ე კონფერენციის ფარგლებში ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს. უკრაინული მხრიდან ხელმოწერას ესწრებოდა სტრატეგიული მრეწველობის მინისტრი ალექსანდრე კამიშინი. „ჩვენ გვინდა ვიყოთ უკრაინის ეფექტური პარტნიორი უკრაინის ოდესღაც ძლიერი თავდაცვის ტექნოლოგიების ინდუსტრიის აღსადგენად და უკრაინის შესაძლებლობების ავტონომიის უზრუნველსაყოფად“, - თქვა Rheinmetall-ის აღმასრულებელმა დირექტორმა არმინ პაპერგერმა გადაწყვეტილების კომენტირებისას. Rheinmetall-ს ახალ საწარმოში 51% ეყოლება, უკრაინელ პარტნიორს, რომლის სახელი ჯერ არ სახელდება, 49%.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)