|
2024-02-15 17:54:09, 1305 ნახვა
ომი უკრაინაში
ესპანეთი უკრაინას ჯავშანტექნიკასა და სხვა აღჭურვილობებს გადასცემს
ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა რამშტაინის ფორმატის მე-19 შეხვედრაზე უკრაინისთვის M113-ის ტიპის ჯავშანტექნიკის და სხვა აღჭურვილობების სწრაფი გადაცემის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მინისტრის თქმით, ომში მყოფ ქვეყანაში გაიგზავნება M113-ის ჯავშანტექნიკა, რომელთაგან ორი სანიტარულ მანქანად გადაკეთდა. ასევე, უკრაინას გადაეცემა რამდენიმე სახანძრო და თოვლის გამწმენდი მანქანა, პერსონალის გადამზიდი და სხვა აღჭურვილობა, მათ შორის ორი მსუბუქი გემი, ელექტროგენერატორი და წყლის გამწმენდი. ამავდროულად, რობლესმა ესპანეთში უკრაინის სამხედრო წვრთნების "ძალიან კარგი ტემპი" შეაფასა და აღნიშნა წვრთნების ხარისხი, რომელიც Patriot-ის, NASAMS-ის და Hawk-ის სისტემების გამოყენებას მოიცავს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)