|
2024-02-14 15:11:27, 1055 ნახვა
ეკონომიკა
საერთაშორისო გამოფენაზე Fruit logistica 2024 ქართული მოცვით დაინტერესდნენ
ბერლინში გამართულ საერთაშორისო გამოფენის Fruit logistica 2024 ფარგლებში, ქართველმა მწარმოებლებმა შეხვედრები ლურჯი მოცვის შესყიდვით დაინტერესებულ კომპანიებთან, მათ შორის, ლურჯი მოცვის მწარმოებელი გერმანული კომპანია Wonderland Farmers და კომპანია Driscolls წარმომადგენლებთან გამართეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, Driscolls ამერიკული კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე ოპერირებს. „შეხვედრებს სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამის საწარმოო ჯაჭვის მენეჯერი შოთა ცუკოშვილი ესწრებოდნენ. სავაჭრო კავშირების დამყარების მიზნით საქმიანი შეხვედრები სოფლის განვითარების სააგენტოსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამის ორგანიზებით ჩატარდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)