16:10 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-31 21:03:05, 720 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე ჯანლუკა ძამბროტასთან ერთად La Gazzetta dello Sport Georgia-ს პრეზენტაციას დაესწრო

მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სპორტული გამოცემა La Gazzetta dello Sport საქართველოს ბაზარზე შემოვიდა. გამოცემის პრეზენტაციას დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ლეგენდარულ ფეხბურთელთან, ჯანლუკა ძამბროტასთან ერთად დაესწრო და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

„ძალიან გახარებული ვარ. ვერც კი წარმომედგინა, რომ ოდესმე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გამოცემა La Gazzetta Dello Sport საქართველოშიც იქნებოდა წარმოდგენილი. ამისათვის მადლობა მინდა გადავუხადო კომპანია SMH Global-ს და მის დამფუძნებელს, ლაშა მაჭავარიანს წარმატებები ვუსურვო. ვფიქრობ, აღნიშნული პლატფორმა ხელს შეუწყობს ქართული სპორტის, ქართული ფეხბურთის პოპულარიზაციას, კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია იქნება ცნობილი ქართველი სპორტსმენების შესახებ მსოფლიოს მასშტაბით, კიდევ უფრო დააახლოებს ქართველ და მაგალითად, იტალიელ გულშემატკივრებს ერთმანეთთან“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა გამოცემის ქართული ვერსიის მესვეურებს თანადგომა აღუთქვა.

„მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყებაა და მინდა ვუთხრა ლაშას, რომ თუ რაიმე საჭიროა ჩვენი მხრიდან მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, არის სრული მზაობა, ხელი შეგიწყოთ, დაგეხმაროთ. იმიტომ, რომ ქართული სპორტისთვის, ქართული ფეხბურთისთვის მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ. ამ საქმეში მინდა დიდი წარმატება გისურვოთ და ჩვენი იმედი გქონდეთ ყოველთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ იტალიის ელჩი საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონო, საქართველოს სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები და სპორტსმენები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics