15:57 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-29 09:25:19, 986 ნახვა

მსოფლიო
თურქეთის შს მინისტრის განცხადებით, სტამბოლში, ეკლესიაში მომხდარი თავდასხმის უკან „ისლამური სახელმწიფო“ დგას

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი იერლიკაიას განცხადებით, სტამბოლში, სარიერის რაიონში, კათოლიკურ ეკლესიაში მომხდარი თავდასხმის უკან "ისლამური სახელმწიფო" დგას.

როგორც იერლიკაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პოლიციამ რეიდები ჩაატარა 30-ზე მეტ ლოკაციაზე და 47 ადამიანი დააკავა, ხოლო ეჭვმიტანილები ბოლო ორი რეიდისას დააკავეს.

"ორივე ეჭვმიტანილი უცხოელია. ერთ-ერთი ტაჯიკეთიდან და მეორე რუსეთიდან. ჩვენი შეფასებით, ისინი "ისლამური სახელმწიფოს" წევრები არიან",- განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, სტამბოლში, სარიერის რაიონში მდებარე კათოლიკურ ეკლესიაზე შეიარაღებული თავდასხმა, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა, გუშინ, 28 იანვარს მოხდა.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics