16:10 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-19 22:46:13, 1232 ნახვა

მსოფლიო
ბორის ჯონსონი - ტრამპის პრეზიდენტობა შეიძლება იყოს სწორედ ის, რაც მსოფლიოს სჭირდება

ტრამპის პრეზიდენტობა შეიძლება იყოს სწორედ ის, რაც მსოფლიოს სჭირდება, - წერს დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი გამოცემა Daily Mail-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში.

როგორც ბორის ჯონსონი აღნიშნავს, 2014 წელს ტრამპი იყო პირველი პრეზიდენტი, რომელმაც უკრაინელებს Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო იარაღი გადასცა, რითაც უკრაინამ პუტინის ჯარების განდევნა შეძლო უკრაინის დედაქალაქიდან.

"ამერიკის რომელი პრეზიდენტი იყო პირველი, ვინც დაუჭირა მხარი უკრაინას 2014 წელს პუტინის შეჭრის შემდეგ? იყო თუ არა ეს დიადი ლიბერალი ინტერნაციონალისტი ბარაკ ობამა? არა. მას არაფერი გაუკეთებია იმისათვის, რომ პუტინი განედევნა უკრაინიდან. [...] სწორედ დონალდ ტრამპმა მისცა უკრაინელებს Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, რომელიც ასე ღირებული იყო უკრაინელებისთვის კიევისთვის ბრძოლაში და ნაწილობრივ მაინც, ტრამპის ამ თამამი გადაწყვეტილების წყალობით, უკრაინელებმა შეძლეს მსოფლიო განცვიფრება და პუტინის ჯარების განდევნა უკრაინის დედაქალაქიდან", - აღნიშნა ბორის ჯონსონმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics