16:25 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-18 10:30:30, 775 ნახვა

მსოფლიო
ლაიენი - 30+ წევრიანი კავშირისთვის მოსამზადებლად რეფორმებზე მუშაობას დავიწყებთ

ჩვენ დავიწყებთ მუშაობას საკუთარ რეფორმებზე, რათა მოვემზადოთ 30-ზე მეტი წევრი სახელმწიფოს გაერთიანებისთვის, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

ლაიენის თქმით, აღნიშნული ცვლილებებისთვის პალატამ ხელშეკრულებების რეფორმებისთვის იდეები უკვე წარადგინა.

"მომავალ თვეში, კომისია გამოაქვეყნებს ჩვენს იდეებს ევროპარლამენტისა და საბჭოსთვის გაგზავნილ კომუნიკაციაში, ბელგიის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებული ლიდერების დისკუსიის წინ", - განაცხადა ლაიენმა.

შეგახსენებთ, რომ 14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა, ხოლო უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. საბჭომ ასევე გადაწყვიტა, რომ ევროკავშირი დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მას შემდეგ, რაც ქვეყანა წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელ ხარისხს მიაღწევს​.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics