16:35 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-16 10:19:20, 673 ნახვა

მსოფლიო
კალასი - ევროპას 3-5 წელი აქვს, რომ რუსეთის მხრიდან შესაძლო სამხედრო საფრთხისთვის მოემზადოს

ევროპას 3-5 წელი აქვს, რომ რუსეთის მხრიდან შესაძლო სამხედრო საფრთხისთვის მოემზადოს, - აღნიშნულის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა The Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

კალასის თქმით, დასავლეთმა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა უნდა გააძლიეროს და რუსეთს მრავალი წლით ჩამოართვას შესაძლებლობა, რომ ის მეზობელ ქვეყნებს დაემუქროს.

„ჩვენი დაზვერვის შეფასებით, ეს იქნება სამიდან ხუთ წლამდე და ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოვახერხებთ ჩვენს ერთიანობას და პოზიციის შენარჩუნებას უკრაინის მიმართ. იმიტომ, რომ რუსეთს სურს პაუზა და ეს პაუზა სჭირდება რესურსების და ძალების მოკრებისთვის. სისუსტე აგრესორების პროვოცირებას ახდენს. ამიტომ, სისუსტე რუსეთის პროვოცირებას ახდენს...

რუსეთს არასოდეს წაუგია ბოლო დროს კოლონიური ომი. მე ბევრს ვკითხულობ და ვცდილობ გავიგო, როგორ შეგვიძლია დავარღვიოთ ეს ისტორიული ციკლი და ამის მთავარი ელემენტი ანგარიშვალდებულებაა. ისინი არასოდეს აგებდნენ პასუხს ჩადენილ დანაშაულებზე", - განაცხადა კალასმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics