|
2024-01-15 10:50:27, 1362 ნახვა
ომი უკრაინაში
ერმაკი - უკრაინას გაყინული კონფლიქტები არ სჭირდება
უკრაინა არასდროს დათანხმდება და არ მიიღებს კონფლიქტის გაყინვას,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა დავოსში განაცხადა. ერმაკი, რომელიც ქვეყნის დელეგაციას ხელმძღვანელობს, რუსეთ-უკრაინის ომის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ გამართული მოლაპრაკებების შემდეგ ამბობს, რომ უკრაინას "სამართლიანი მსოფლიო სჭირდება". "უკრაინას არ სჭირდება გაყინული კონფლიქტები. უკრაინას სჭირდება სამართლიანი მსოფლიო. უკრაინას სურს, თავიდან აიცილოს ნებისმიერი პოტენციური აგრესია მომავალში",- აცხადებს ერმაკი. აღსანიშნავია, რომ დავოსში, მანამდე კი, მალტასა და საუდის არაბეთში განიხილეს უკრაინული "მშვიდობის ფორმულა", რომელიც ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2022 წლის 15 ნოემბერს, G20-ის სამიტზე წარადგინა. შეგახსენებთ, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკების რამდენიმე უშედეგო რაუნდი გაიმართა. მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი, ვლადიმერ პუტინმა კრემლში გამართულ ცერემონიაზე, უკრაინელებს მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდა. პუტინმა მაშინ განმარტა, რომ ორმხრივი მოლაპარაკების შემთხვევაში, რუსეთი უკრაინასთან მის შემადგენლობაში შესული ტერიტორიების შესახებ აღარ ისაუბრებდა, რადგან ხალხმა "თავისი არჩევანი უკვე გააკეთა". 2022 წლის 30 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაამტკიცა ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, უკრაინა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებს ვერ აწარმოებს. ოქტობრის ბოლოს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის კვლავაც მზად იყო. 7 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა თქვა, რომ უკრაინა მოლაპარაკებებს მხოლოდ რუსეთის ფედერაციის მომავალ ლიდერთან გამართავს. ნოემბრის დასაწყისში, „დიდი ოცეულის“ სამიტზე ზელენსკიმ „მშვიდობის ფორმულაზე“ ისაუბრა, რაზეც ლავროვმა თქვა, რომ „კიევის მიერ შემოთავაზებული „ფორმულის საფუძველზე, მოსკოვი არავისთან საუბარს არ აპირებს“.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)