17:23 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-12 20:19:55, 631 ნახვა

მსოფლიო
უკრაინამ და დიდმა ბრიტანეთმა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოაწერეს

უკრაინამ და დიდმა ბრიტანეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

როგორც უკრაინული მედია აღნიშნავს, გაერთიანებული სამეფო გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც ხელი მოაწერა უკრაინასთან თანამშრომლობის მსგავს დოკუმენტს.

შეთანხმება მოიცავს სამხედრო და არასამხედრო თანამშრომლობას ბრიტანეთსა და უკრაინას შორის უკრაინის უსაფრთხოების მხარდასაჭერად, რომელიც გრძელვადიანი იქნება.

შეთანხმების თანახმად, რუსეთის მომავალი თავდასხმის შემთხვევაში, ბრიტანეთი უკრაინას სწრაფად და დაუყოვნებლივ მიაწვდის აუცილებელ დახმარებას, მათ შორის თანამედროვე იარაღს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics