18:05 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-07 16:27:39, 663 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერის მოადგილემ „ალილოს“ მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცა

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დედაქალაქში "ალილოს" ტრადიციული მსვლელობა გაიმართა, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია შეუერთდა. 

ანდრია ბასილაიამ ალილოს მონაწილეებს დღესასწაული მიულოცა და საშობაო ნობათი გადასცა.

„მინდა, ყველას მივულოცო შობის უდიდესი დღესასწაული, თითოეულ ოჯახს ვუსურვო ბედნიერება, დღეგრძელობა და ჯანმრთელობა. საახალწლო დღეებსა და შობასთან დაკავშირებით, დედაქალაქში სადღესასწაულო ღონისძიებები გრძელდება. ველოდებით ყველას საშობაო კონცერტზე, რომელიც დღეს, 20:00 საათზე ორბელიანის მოედანზე  გაიმართება“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ. 

"ალილოს" საქართველოში ისტორიული ფესვები აქვს. სადღესასწაულო მსვლელობა თბილისში წლებია იმართება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics