18:19 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-21 16:23:54, 746 ნახვა

მსოფლიო
WHO - ჩრდილოეთ ღაზას ფუნქციური საავადმყოფო აღარ აქვს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ჩრდილოეთი ღაზა საწვავის, პერსონალისა და მარაგის ნაკლებობის გამო ფუნქციური საავადმყოფოს გარეშე დარჩა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა აღნიშნა, რომ  ღაზას ჩრდილოეთით მხოლოდ ოთხი საავადმყოფო დარჩა, რომლებიც "ძალიან შეზღუდულ ზრუნვას უზრუნველყოფენ".

მანამდე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს გუნდებმა ალ-აჰლიში ვიზიტის შემდეგ განაცხადეს, რომ საავადმყოფო გადატვირთული იყო იმ ადამიანებით, რომლებსაც სასწრაფო დახმარება ესაჭიროებოდათ და გარდაცვლილთა სხეულები ეზოში იყო.

”არსებითად არ არის დარჩენილი ფუნქციური საავადმყოფოები ჩრდილოეთში”, - განაცხადა რიჩარდ პეპერკორნმა, ჯანმოს წარმომადგენელმა ღაზაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics