|
2023-12-17 11:31:06, 709 ნახვა
მსოფლიო
G7 განიხილავს რუსეთის გაყინული აქტივების კონფისკაციას
G7-ის ოფიციალურმა პირებმა ბოლო კვირებში გაააქტიურეს მოლაპარაკებები რუსეთის გაყინული სუვერენული აქტივების დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის კონფისკაციაზე. ეს არის რადიკალური ნაბიჯი, რომელმაც შესაძლოა ახალი თავი გახსნას დასავლეთის ფინანსურ ომში მოსკოვის წინააღმდეგ, წერს Financial Times. აღნიშნულია, რომ რუსული აქტივების გამოყენებამ შეიძლება უზრუნველყოს უკრაინის დაფინანსების ალტერნატიული ნაკადი, განსაკუთრებით ომის შემდგომი რეკონსტრუქციის მოსალოდნელი უზარმაზარი ხარჯების გათვალისწინებით. თუმცა, დიდი შვიდეულის მთავრობების უმეტესობა ყოყმანობდა ამ ნაბიჯის გადადგმაზე, ზოგიერთი უცხოელი ინვესტორის ნდობის დაკარგვის შიშით. შეერთებულმა შტატებმა არასოდეს დაუჭირა მხარი საჯაროდ კონფისკაციას, მაგრამ ბოლო კვირებში უფრო მტკიცე პოზიცია დაიკავა. G7 კომიტეტებში ვაშინგტონის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ არსებობდა გზა აქტივების კონფისკაციისკენ, რომელიც შეესაბამებოდა საერთაშორისო კანონმდებლობას. „დიდი შვიდეულის წევრებმა და სხვა განსაკუთრებით დაზარალებულმა ქვეყნებმა შეიძლება ჩამოართვან რუსეთის სუვერენული აქტივები, როგორც საპირისპირო ღონისძიება, რათა აიძულონ რუსეთი შეწყვიტოს თავისი აგრესია“, - ნათქვამია აშშ-ს მთავრობაში ჟურნალისტების მიერ განხილულ სადისკუსიო დოკუმენტში. ერთ-ერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი აწარმოებს აქტიურ მოლაპარაკებებს რუსეთის სუვერენული აქტივების გამოყენებაზე და მიაჩნია, რომ გადაწყვეტილების მისაღებად მოკლე დროა. ვარაუდობენ, რომ დისკუსია შეიძლება მოხდეს G7-ის ლიდერების შეხვედრაზე, რომელიც დაემთხვევა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის მეორე წლისთავს. აქტივების გამოყენების შესახებ მოწოდებები უფრო ხმამაღალი გახდა, რადგან გაჩნდა ბზარები უკრაინის დამატებითი დაფინანსების შესახებ პოლიტიკურ კონსენსუსში, აშშ-სა და ევროკავშირის 60 მილიარდი და 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტები ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული, დასძენს FT.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)