20:59 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-09 11:55:42, 741 ნახვა

საზოგადოება
ბათუმში წლის წარმატებული ხელოვანები დაჯილდოვდნენ

ბათუმში წლის წარმატებული ხელოვანები დაჯილდოვდნენ. კულტურის სფეროს მთავარი ჯილდო, სპეციალური პრიზი  - „ოვაცია" წელს 20 ხელოვანს გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაჯილდოების ცერემონიაში  აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მიიღო მონაწილეობა.

,,კულტურა ნამდვილად არის ის მთავარი საყრდენი, რომლის გარეშეც ვერც ერთი საზოგადოება ვერ პროგრესირებს. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ კულტურას ჰქონდეს მაქსიმალური მხარდაჭერა საერთაშორისო პოპულარიზაციის კუთხით და თითოეულ ნიჭიერ ხელოვანს სახელმწიფოს მხრიდან ჰქონდეს მხარდაჭერა. ჩვენი ქვეყანა ნამდვილად მდიდარია როგორც კულტურით, ასევე ნიჭიერი ხელოვანებით. შესაბამისად, მსოფლიო კულტურის რუკაზე ღირსეული ადგილი გვიჭირავს. მსურს თითოეულ ხელოვანს დიდი მადლობა გადავუხადო გაწეული შრომისთვის, ღვაწლისთვის, გისურვოთ შემდგომი წარმატებები", - განაცხადა აჭარის მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით სხვადასხვა ნომინაციაში წარმატებული ხელოვანები დაჯილდოება მეორე წელია იმართება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics