|
2023-12-06 12:57:00, 997 ნახვა
საზოგადოება
განათლების მინისტრის მოადგილე PISA-ს ანგარიშზე - მონაცემები გაუარესებული არ არის
მონაცემები გაუარესებული არ არის, იგივე მოცემულობაა, რაც 2018 წელს იყო, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA-ს ანგარიშზე საუბრისას განაცხადა. მახარაშვილის თქმით, ანგარიშში საუბარია ბევრი ქვეყნის მონაცემების გაუარესებაზე, რაზეც გავლენა კორონავირუსმა იქონია. "PISA-ს მონაცემებზე როცა ვსაუბრობთ, კარგად უნდა ვნახოთ ეს მონაცემები. იქ საუბარია OECD-ის ქვეყნების მონაცემზე. საუბარია კოვიდის პერიოდზე და თუ მიაქცევთ ყურადღებას, ამაზე განმარტება გააკეთა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმაც, რომ მთლიანად ქვეყნის მონაცემები, არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ქვეყნების მონაცემები არის გაუარესებული და ამის მიზეზია კოვიდპანდემია. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ არ გვახარებს ის, რომ არ არის გაუმჯობესებული, მაგრამ გაუარესებული მონაცემებიც არ არის. ანუ, იგივე მოცემულობაა, რაც 2018 წელს იყო, თუმცა თუ გადახედავთ ზოგად მდგომარეობას, რა თქმა უნდა, კოვიდმა თავისი გავლენა იქონია პროცესებზე", - განაცხადა თამარ მახარაშვილმა. ცნობისთვის, მოსწავლეთა შეფასების საერთაშირისო პროგრამამ (PISA) 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საქართველო წაკითხულის გააზრებაში, 81 ქვეყანას შორის 67-ე, მათემატიკაში მე-60, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში კი 66-ე ადგილზეა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)