21:21 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-05 13:34:46, 649 ნახვა

საზოგადოება
„თიბისის“ მხარდაჭერით რომში ქართული წიგნის კუთხე გაიხსნა

​„თიბისისა“ და ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლობის ფარგლებში, ქართველის ემიგრანტებისთვის, რომის ბიბლიოთეკაში, ქართული წიგნის კუთხე გაიხსნა.

რომის Biblioteca Enzo Tortora ბიბლიოთეკაში ქართველ ემიგრანტებს და ქართული ლიტერატურით დაინტერესებულ ყველა მსურველს უკვე აქვთ სტუმრობისა და ქართული წიგნების წაკითხვის შესაძლებლობა. აქ დახვდებათ, როგორც უფროსებისთვის შერჩეული ქართული და ქართულ ენაზე თარგმნილი უცხოური ლიტერატურა, ასევე, პატარებისთვის განკუთვნილი ქართულენოვანი საბავშვო ლიტერატურაც.

პროექტის მიზანი ქართული ენის და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და მისი მხარდაჭერაა. რომში კულტურულ-შემეცნებითი სივრცის გახსნა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, ამ გზით, სხვადასხვა ასაკის ქართველი ემიგრანტებისთვის, ხელმისაწვდომი ხდება მრავალფეროვანი ჟანრის ქართულენოვანი ლიტერატურა.

„თიბისის“ მხარდაჭერით და ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებით, პროექტის ფარგლებში უკვე გაიხსნა ქართული წიგნის კუთხეები: თურქეთში - სინოპში, იტალიაში - რომსა და ნეაპოლში.

„თიბისი“ მომავალშიც გააგრძელებს ქართველი ემიგრანტებისთვის საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და საინტერესო ინიციატივების შეთავაზებას.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics