|
2023-12-05 10:15:26, 627 ნახვა
საზოგადოება
იზაბელ ლეგერონი - ქვევრის ღვინო სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება საქართველოს ფარგლებს გარეთ
ბერლინში, ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში „RAW Wine Berlin 2023“, ღვინის ეროვნული სააგენტოს და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს სალეჩოს მხარდაჭერით, ქვევრის ღვინის მწარმოებელი 15 მარანი მონაწილეობდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, „RAW Wine“ ერთ-ერთი გამორჩეული საერთაშორისო გამოფენაა, სადაც მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის მაგისტრი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონი. „შესანიშნავია, რომ ქვევრის ღვინო სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება საქართველოს ფარგლებს გარეთ; ადამიანები ეცნობიან ქვევრის ღვინის დამზადების ამ ტრადიციულ მეთოდს, რომელსაც თქვენ 8 ათასი წელია იყენებთ საქართველოში. აღსანიშნავია ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერა მცირე მარნებისადმი. გერმანია და ცენტრალური ევროპა მცირე მარნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარია, ყოველ წელს, აქ უფრო და უფრო მეტს იგებენ ქართულ ღვინოზე. აღსანიშნავია ის წარმატება, რასაც ევროპაში მიაღწიეთ პატარა ქვეყანამ, მეღვინეობის ასეთი დიდი რეპუტაციით. უკვე ნამდვილად იცნობენ ყურძნის ქართულ ჯიშებს ქისი, ხიხვი, საფერავი, იცნობენ ამ ღვინოებს და ქვევრის ღვინოს“, - აღნიშნა იზაბელ ლეგერონმა. „RAW Wine Berlin“- ზე ქართული ქვევრის ღვინის წარდგენა მნიშვნელოვანია ქვევრის ღვინის პოპულარიზაციის, ღვინის მწარმოებლების მიერ პოტენციური იმპორტიორების მოძიებისა და ექსპორტის ზრდისთვის. გერმანელი სომელიეს და ღვინის ექსპერტის, ინგე მაინცერის (Inge Mainzer) შეფასებით, აღნიშნულ გამოფენაში ქართული მწარმოებლების მონაწილეობა ძალიან კარგი შესაძლებლობაა ადგილობრივი მომხმარებლისთვის ქართული პროდუქციის გასაცნობად.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)