21:33 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-04 12:00:48, 539 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ეთნიკურად აზერბაიჯანელ სტუდენტებთან და მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა

​საქართველოს გენერალური პროკურატურის და ორგანიზაცია „წითელი ხიდი“-ს ორგანიზებით, გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა, სამოქალაქო განვითარების სკოლის ეთნიკურად აზერბაიჯანელ სტუდენტებთან და მოსწავლეებთან პროკურორისა და პროკურატურის საქმიანობის თემატიკაზე საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

გენპროკურატურის ცნობით, შეხვედრაზე პროკურატურის წარმომადგენლებმა სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდეს პროკურორის ფუნქციებზე: გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობაზე, სისხლის სამართლის დევნასა და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერაზე. ასევე საუბარი შეეხო პროკურორთა სპეციალიზაციას.

„საინფორმაციო შეხვედრაზე პროკურატურის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს პროკურატურის სტაჟირების კონკურსზე და მის ეტაპებზე.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებმა და მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო თემებზე შეკითხვები დასვეს, რაზეც პროკურატურის წარმომადგენლებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.

პროკურატურის წარმომადგენლებმა სტუმრებს მადლობა გადაუხადეს აღნიშნული თემით დაინტერესებისთვის. თავის მხრივ სტუმრებმა შეხვედრის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე სამოქალაქო განვითარების სკოლის სტუდენტებმა და მოსწავლეებმა სამომავლო თანამშრომლობის მზაობაც გამოთქვეს, ნაადრევი ქორწინების საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრების ერთობლივად გამართვის თაობაზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics