19:36 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-01 16:13:20, 656 ნახვა

მსოფლიო
ლავროვი - ბლინკენი და ბორელი მშიშრები არიან, მათ გულწრფელი საუბრის ეშინიათ

ენტონი ბლინკენი და ჯოზეფ ბორელი უბრალოდ, მშიშრები არიან, ეშინიათ ყოველგვარი გულწრფელი საუბრის, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

ლავროვის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სკოპიიდან ადრე წასვლა სიმხდალის დემონსტრირებაა.

„როგორც ვხვდები, ბლინკენი წავიდა და ბორელიც წავიდა. რატომ ხდება ასე? ალბათ, ფიქრობენ, რომ ამით ხაზს უსვამენ რუსეთის იზოლაციის განზრახვას, მაგრამ ვფიქრობ, ისინი, უბრალოდ, მშიშრები არიან, ეშინიათ ყოველგვარი გულწრფელი საუბრის ფაქტებით ხელში“,- განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ცნობისთვის, ეუთოს მინისტერიალი ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში იმართება.

ჩრდილოეთ მაკედონიამ, რომელიც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანაა, მინისტერიალზე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მიიწვია. აღნიშნულის გამო, ბალტიის ქვეყნებმა და უკრაინამ სამიტში მონაწილეობაზე უარი თქვეს.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქი ლავროვის ჩასვლამდე დატოვა და ისრაელში გაემგზავრა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics