|
2023-11-27 20:31:22, 2001 ნახვა
სპეციალური ანონსი
28 ნოემბერს სოფლის განვითარების კონფერენცია გაიმართება
28 ნოემბერი, 10 საათი, ექსპო-ჯორჯია, მე-3 პავილიონი ''ევროკავშირი და საქართველო სოფლის მდგრადი განვითარებისათვის" თემაზე, სოფლის განვითარების კონფერენცია ჩატარდება, რომელიც საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, ევროკავშირის დაფინანსებითა და გაეროს განვითარების პროგრამის თანამშრომლობით გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, საქართველო ინსტიტუციურ რეფორმებს ახორციელებს, რათა სათანადოდ მოამზადოს სახელმწიფო უწყებები ამ მნიშვნელოვანი გარდაქმნისთვის, სოფლის განვითარებისა და სოფლის მეურნეობის სექტორი ამ მხრივ საყურადღებო ადგილს იკავებს. "შესაბამისი პოლიტიკის, რეფორმებისა და კოორდინაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობამ 28 ნოემბერს სოფლის განვითარების კონფერენცია მოიწვია, რომლის მუშაობაში სახელმწიფო უწყებები, ადგილობრივი ორგანიზაციები, საერთაშორისო პარტნიორები და სოფლის განვითარების ევროპელი ექსპერტები ჩაერთნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)