|
2023-11-25 15:54:04, 869 ნახვა
ეკონომიკა
„ლიბერთის“ საცალო საბანკო მიმართულება ძლიერდება
„ლიბერთიმ“ ახალი კამპანია #ჩვენიანი დაიწყო და საკომუნიკაციო პლატფორმის პირველი ვიდეო წარადგინა. მისი მთავარი გმირები ბანკის მომხმარებლები და თანამშრომლები არიან. კამპანია პასუხობს „ლიბერთის“ ახალ სტრატეგიას და მთავარ მიზანს — ჩამოყალიბდეს უნივერსალურ ფინანსურ ინსტიტუტად, რომელიც ყველა საჭიროების ადამიანს ემსახურება. „ლიბერთის“ ახალი კამპანია #ჩვენიანი მთელი მომდევნო წლის განმავლობაში გაგრძელდება. ბანკი მომხმარებელს სიახლეებს, სხვადასხვა კონტენტით, ეტაპობრივად წარუდგენს. „ლიბერთიში" გაძლიერდა საცალო მიმართულება, დაინერგა მომსახურების პერსონალიზაციის ახალი მოდელი, ძლიერი პროფესიონალებით შექმნილი გუნდი კი ორიენტირებულია ჩვენი მომხმარებლის საჭიროებებზე. 2024 წელსაც მომხმარებელს ბევრ სიახლეს შევთავაზებთ, საინტერესო წელი გვექნება. ლიბერთის ახალი შეთავაზებების შესახებ #ჩვენიანებს მეტ ინფორმაციას ეტაპობრივად მივაწვდით",- აცხადებს თორნიკე კორძაია, „ლიბერთის“ საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი. ბანკი, მომხმარებელს მიმდინარე წლის ბოლოსაც აქტიურად შესთავაზებს სიახლეებს ნოემბრის დარჩენილ დღეებსა და დეკემბრის განმავლობაში. ასევე, საზოგადოებას საშუალება ექნება გაიცნოს ლიბერთის საცალო გუნდის ის წევრები, ვინც ხელს უწყობს ბანკის უნივერსალურ ფინანსურ ინსტიტუტად ჩამოყალიბებას და სისტემის გაძლიერებას.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)