22:15 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-25 11:03:15, 733 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის სამინისტრო - პროექტი „ჩვენი ჯარი“ განახლდა

 

პროექტი „ჩვენი ჯარი“, რომელსაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ახორციელებს, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად განახლდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, წელს პროექტის მასშტაბები გაიზარდა და 2023-2024 წლებში საქართველოში არსებულ 1024 საჯარო, 119 კერძო სკოლასა და უმაღლეს სასწავლებლებს მოიცავს. 

"სამხედრო მოსამსახურეები თბილისის 221-ე საჯარო სკოლას ეწვივნენ და უფროსკლასელებს თავდაცვის ძალების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. პროექტის ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეები მოსწავლეებს საქართველოს სამხედრო ისტორიის, ჯარისკაცის პროფესიის, თავდაცვის ახალი კოდექსის, საქართველოს თავდაცვის ძალების პრიორიტეტებისა და მიზნების შესახებ ესაუბრნენ. მოსწავლეებმა ასევე ინფორმაცია მიიღეს საქართველოს ეროვნული გმირების შესახებ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. 

პროექტი „ჩვენი ჯარი“ თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლებში 2018 წლიდან ხორციელდება, ხოლო 2023 წლიდან უმაღლესი სასწავლებლები მოიცვა. პროექტის მიზანს ახალგაზრდებში ჯარის შესახებ ცნობიერების ამაღლება და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავება წარმოადგენს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics