|
2023-11-23 15:10:19, 820 ნახვა
საზოგადოება
თბილისში სახელგანთქმული ამერიკელი მევიოლინის, სტელა ჩენის კონცერტი გაიმართება
23 ნოემბერს, 19:00 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის დიდ დარბაზში გაიმართება კონცერტი - „მუსიკა გვაერთიანებს“, რომელიც სახელმწიფოებრიობისთვის მებრძოლ ყველა ადამიანს ეძღვნება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, პროექტი „ელისო ვირსალაძის ცენტრის“ ორგანიზებით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება. „მსმენელის წინაშე წარდგება მსოფლიოში სახელგანთქმული ამერიკელი მევიოლინე სტელა ჩენი - ბრიტანული გამოცემა „გრამოფონის“ 2023 წლის „ახალგაზრდა არტისტის“ ჯილდოს ლაურეატი. პრემია Gramophone Classical Music Awards ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდოა, რომელიც ენიჭება ჩანაწერებისთვის კლასიკური მუსიკის სფეროში. ის ხშირად განიხილება როგორც ამერიკული პრემია „გრემის“ ეკვივალენტური ან კიდევ უფრო მაღალი ჯილდო და მოიხსენიება როგორც „ოსკარი“ კლასიკურ მუსიკაში. „გრამოფონის“ პრემია მიიჩნევა ყველაზე გავლენიან და პრესტიჟულ ჯილდოდ მსოფლიოში კლასიკური მუსიკის მიმართულებით. სტელა ჩენი ბრიუსელში დედოფალ ელისაბედის მევიოლინეთა კონკურსის პირველი პრემიის, ტიბორ ვარგას სახელობის მევიოლინეთა საერთაშორისო კონკურსის პირველი პრემიის და ლინკოლნის ცენტრის ამომავალი არტისტის ჯილდოს მფლობელია. სტელა ჩენი თბილისში შეასრულებს ბეთჰოვენის კონცერტს ვიოლინოსა და ორკესტრისთვის, რე მაჟორი, თხზ. 61. კონცერტზე ასევე, შესრულდება ენესკუს რუმინული რაფსოდია №1, თხზ. 11 და ისრაელელი ქართველი კომპოზიტორის, იოსებ ბარდანაშვილის სიმფონია №3. კონცერტს ასევე, დაესწრება ისრაელიდან სპეციალურად ჩამოსული კომპოზიტორი. სტელა ჩენს პარტნიორობას გაუწევს ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, რომელსაც ისრაელის ცნობილი კამერული ორკესტრის მუსიკალური ხელმძღვანელი და თელავის მუსიკალური ფესტივალის დიდი ხნის მეგობარი, არიელ ცუკერმანი უდირიჟორებს. ბილეთების შეძენა შესაძლებელია მითითებულ ბმულზე: https://biletebi.ge/classical-music-centre/musika-gvaertianebs-music-unites-us“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)