|
2023-11-21 10:13:40, 742 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის შემაჯამებელი შეხვედრები მიმდინარეობს
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის ფინალურ შეხვედრას მასპინძლობს. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ცნობით, პროექტში ჩართულმა 20 ქვეყნის წარმომადგენელმა სამწლიანი პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები შეაჯამეს და ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მოსავლის გაუმჯობესების საკითხების მიმართულებით სამომავლო გეგმებსა და პოტენციური პროექტების განხორციელებაზე იმსჯელეს. შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე ნოდარ ხატიაშვილმა და ატომური ენერგიის საერთაშირისო სააგენტოს პროექტის კოორდინატრომა, ფატმა სარსუმ გახსნეს. „მოხარული ვარ, რომ საქართველო და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მასპინძლობს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის შემაჯამებელ შეხვედრას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, წარმოვადგენდეთ აღნიშნული პროექტის წევრ ქვეყანას, ვინაიდან, პროექტი ხელს უწყობს როგორც კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარე სირთულეების დაძლევას, ასევე მონაწილე ქვეყნებს შორის კავშირების გამყარებას“, - აღნიშნა იური ნოზაძემ. საერთაშორისო პროექტში, რომელიც მოიცავდა როგორც სამეცნიერო კვლევებს, ასევე თეორიული გადამზადების კურსებს, ჩართული იყო სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთწლოვანი კულტურების კვლევის სამსახურის წარმომადგენლები. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია წილკანში სადემონსტრაციო ბაზის მონახულება, სადაც დელეგაცია ბაზაზე მიმდინარე სამუშაოებს, ჩატარებულ კვლევებსა და შედეგებს გაეცნობა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ტექნიკური თანამშრომლობის პროექტი RER5024 „ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ძირითადი საკვები კულტურების პროდუქტიულობის და მდგრადობის გაზრდა კლიმატის ცვლილების მიმართ“ 2020 წლიდან მიმდინარეობდა, ხოლო ფინალური შეხვედრები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ორგანიზებით საქართველოში 20-24 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)