20:23 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-21 10:05:01, 888 ნახვა

მსოფლიო
გერმანიის თავდაცვის მინისტრი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა [ვიდეო]

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Agence France Presse ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში პისტორიუსი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვს შეხვდება.

მათივე ცნობით, შეხვედრების მთავარ თემას უკრაინელი ჯარისკაცების მომზადება და კიევისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება წარმოადგენს.

"პოლიტიკურ მოლაპარაკებებთან ერთად, პისტორიუსი მონაწილეობას მიიღებს კიევის მაიდანის მოედანზე გვირგვინის დადების ცერემონიაში და ეწვევა სამხედრო სასწავლო ცენტრს", - წერს AFP.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 20 ნოემბერს უკრაინას ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინიც სტუმრობდა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics