20:37 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-18 11:34:12, 959 ნახვა

მსოფლიო
BBC - ღაზაში „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი ტანზანიელი სტუდენტის დაღუპვა დადასტურდა

ტანზანიის მთავრობამ ღაზაში ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" მიერ მძევლად აყვანილი ტანზანიელი სტუდენტის, 22 წლის კლემენს ფელიქს მთენგას დაღუპვა დაადასტურა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ტანზანიის მთავრობის ცნობით, კლემენს ფელიქს მთენგა "ჰამასმა"  7 ოქტომბრის ისრაელზე თავდასხმის შემდეგ აიყვანა მძევლად, თუმცა როგორ და რა პირობებში დაიღუპა ის ჯერჯერობით უცნობია.

როგორც ტანზანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გარდაცვლილის ოჯახი უკვე ინფორმირებულია და მუშაობენ იმისთვის, რომ მისი ცხედარი სახლში გადაასვენონ.

ცნობისთის, გუშინ, 16 ნოემბერს ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ღაზაში, ალ-შიფას საავადმყოფოსთან 7 ოქტომბერს "ჰამასის" მიერ გატაცებული 65 წლის იეჰუდიტ ვაისისა და 19 წლის ნოა მარჩიანოს ცხედები იპოვეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics