|
2023-11-17 13:32:56, 548 ნახვა
საზოგადოება
ჩვენ არ ვყოფთ ადამიანებს სამართლის წინაშე იმის მიხედვით, თუ სად არიან ისინი, პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე თუ მის ფარგლებს გარეთ - რატი ბრეგაძე
იუსტიციის სახლები პენიტენციურ დაწესებულებებში გაიხსნა და მსჯავრდებულებს საშუალება აქვთ, მიიღონ ყველა საჭირო მომსახურება,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, გახსნის დღიდან პენიტენციურ დაწესებულებებში მდებარე იუსტიციის სახლები 500-მდე მომხმარებელს მოემსახურა. „ჩვენ გავხსენით იუსტიციის სახლები პენიტენციურ დაწესებულებებში და დღეს ჩვენ პატიმრებს ვაძლევთ იმის შესაძლებლობას, რომ მიიღონ ყველა საჭირო მომსახურება. რა თქმა უნდა, ეს არის, ასევე მათი რესოციალიზაციის ქმედითი კომპონენტი. მოგეხსნებათ, მას შემდეგ, რაც ადამიანი დატოვებს ციხის ტერიტორიას, მას ექნება სრული შესაძლებლობა ზუსტად ისევე განახორციელოს ნებისმიერი ქმედება, როგორც ციხის გარეთ მყოფმა სხვა ადამიანმა. ეს არის, რა თქმა უნდა, სამართლის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფა, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვყოფთ ადამიანებს სამართლის წინაშე იმის მიხედვით, თუ სად არიან ისინი, პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე თუ მის ფარგლებს გარეთ",- თქვა ბრეგაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)