21:50 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-15 16:13:06, 966 ნახვა

ეკონომიკა
ხუციშვილი - მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ფისკალური კონსოლიდაცია

პოზიტიური ეკონომიკური პარამეტრების მიუხედავად, მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ფისკალური კონსოლიდაცია იმისათვის, რომ ერთი მხრივ მთავრობის ვალი შევინარჩუნოთ უსაფრთხო დონეზე და ამავდროულად, შესაძლებელი იყოს რესურსების მობილიზება მომდევნო წლებში დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად. აღნიშნულის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

ხუციშვილის თქმით, 2024 წელს დეფიციტის მაჩვენებელი განსაზღვრულია მშპ-ის 2,5%-ის ოდენობით და სწორედ ამ დეფიციტის მიხედვით არის დათვლილი ნაერთი ბიუჯეტის საფინანსო რესურსი.

მისივე თქმით, ბიუჯეტის მთავარ წყაროს საგადასახადო შემოსავლები წარმოადგენს, თუმცა გადასახადების გარდა, 2024 წლის ბიუჯეტში დაგეგმილია გრანტები - 361 მლნ ლარი; სხვა შემოსავლები - 1 მილიარდ 920 მილიონი ლარი; პრივატიზაცია - 350 მილიონი ლარი; სესხების დაბრუნება - 270 მილიონი ლარი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics