|
2023-11-15 14:26:09, 589 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - ვარკეთილში კიდევ ერთი სკვერი რეაბილიტირდა
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა სამგორის რაიონში კიდევ ერთი სკვერის რეაბილიტაცია დაასრულა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სარეაბილიტაციო სამუშაოები საცხენისის ქუჩა N20-ში, ნახევარ ჰექტარ ფართობზე განხორციელდა. „გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, ვარკეთილში, საცხენისის ქუჩის N20-ის მიმდებარედ არსებული სკვერის რეაბილიტაცია დაასრულა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე, რომლის ფართობი ნახევარი ჰექტარია, სრულად განახლდა ინფრასტრუქტურა, მოეწყო საბავშვო მოედანი, საფეხმავლო ბილიკები, გარე განათების სისტემა, სარწყავი სისტემა, დაირგო ხე-მცენარეები და განთავსდა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა. ძალიან კარგია მსგავსი პროექტების განხორციელება ქალაქში. ჩვენს რაიონებსა და უბნებში ყველა ტერიტორია უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მეტი რეკრეაციული სივრცე გვქონდეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)