|
2023-11-14 12:47:45, 530 ნახვა
საზოგადოება
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა საგზაო პოლიციის ევროპის რეგიონალური ქსელის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ საგზაო პოლიციის ევროპის რეგიონალური ქსელის პირველ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც სტამბოლში გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს ცნობით, საგზაო პოლიციის ევროპის რეგიონალური ქსელის შეხვედრაში მონაწილეობა ასევე მიიღო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა - ლაშა ჯოხაძემ. "შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა სხვადასხვა სახელმწიფოების სამართალდამცავ უწყებებს შორის საგზაო უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, ასევე, საერთო მიდგომების შემუშავება ზემოხსენებული მიმართულებით. შეხვედრის ფარგლებში, მონაწილე სახელმწიფოების მიერ წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები საგზაო უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევებისა და მათი ეფექტიანად დაძლევის თემატიკაზე, ასევე, აღნიშნულ სფეროში საერთაშორისო და უწყებათაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ 50-ზე მეტი სახელმწიფოს სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელი პირები და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები", - აღნიშნულია ფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)