|
2023-11-13 10:09:45, 565 ნახვა
საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტოს, კორეის ეროვნული პარკების სამსახურთან გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, სახანძრო მანქანები გადმოეცა
დაცული ტერიტორიების სააგენტოს, კორეის ეროვნული პარკების სამსახურთან (KNPS) გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, სახანძრო მანქანები გადმოეცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, ახალი სახანძრო მანქანებით აღიჭურვა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, რომელიც საქართველოში ყველაზე დიდი ეროვნული პარკია და ერთ-ერთ ხანძარსაშიშ ზონას წარმოადგენს, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში. „გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით იოსებაშვილმა მადლობა გადაუხადეს კორეის რესპუბლიკის ეროვნული პარკების დელეგაციის წევრებს მჭიდრო თანამშრომლობისა და იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც კორეის ეროვნული პარკების სამსახურისგან იღებს დაცული ტერიტორიების სააგენტო, როგორც ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების, ასევე, ტექნიკური აღჭურვის კუთხით. აღსანიშნავია, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კორეის ეროვნული პარკების სამსახურს (KNPS) შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, მათ შორის, კორეის ეროვნული პარკების სამსახურისგან სააგენტომ მიიღო საფრენი აპარატი დრონი, რომლის გამოყენებაც ეფექტიანად ხორციელდება ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისთვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)