|
2023-11-11 16:43:40, 908 ნახვა
საზოგადოება
გაფრინდაშვილი - ყველანი დამნაშავეები ვართ, ჩემით დაწყებული, პრემიერით დამთავრებული, ჩუმად ვართ, არ ვეწინააღმდეგებით ოკუპაციას
ყველა ჩვენგანის ტრაგედიაა და ყველა ჩვენგანი დამნაშავე ვართ, რომ ასეთი სავალალო ფაქტი მოხდა, - ამის შესახებ საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის დაკრძალვაზე მისულმა ვაჟა გაფრინდაშვილმა განაცხადა. გაფრინდაშვილის თქმით, მისით დაწყებული და პრემიერ-მინისტრით დამთავრებული ყველა დამნაშავეა, რადგან ოკუპაციას არ ეწინააღმდეგებიან. "ყველა ჩვენგანის ტრაგედიაა და ყველა ჩვენგანი დამნაშავე ვართ, რომ ასეთი სავალალო ფაქტი მოხდა. იმიტომ, რომ ჩემით დაწყებული და ჩვენი პრემიერ-მინისტრით დამთავრებული, ყველა ვართ ჩუმად და არ ვეწინააღმდეგებით ამ ოკუპაციას. ოკუპაცია უნდა დამთავრდეს. რუსეთი არის ჩვენი მტერი", - განაცხადა გაფრინდაშვილმა. ცნობისთვის, ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებმა 2019 წლის 9 ნოემბერს ე.წ საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით დააკავეს და 49 დღის განმავლობაში პატიმრობაში ჰყავდათ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)