|
2023-11-11 13:16:15, 969 ნახვა
საზოგადოება
ხაბეიშვილი - თამაზ გინტური იყო საქართველოს პატრიოტი და იმიტომ, რომ სალოცავის აჭედილი კარი გააღო, ოკუპანტმა ზურგში სროლით მოკლა
თამაზ გინტური იყო საქართველოს პატრიოტი, 2008 წლის ომის მონაწილე და იმიტომ, რომ სალოცავის აჭედილი კარი გააღო, ოკუპანტმა ზურგში სროლით მოკლა, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. დღეს, გორში თამაზ გინტურის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, პარტიის წევრებთან ერთად იმყოფება. „თამაზ გინტური იყო საქართველოს პატრიოტი, 2008 წლის ომის მონაწილე და იმიტომ, რომ სალოცავის აჭედილი კარი გააღო, იმიტომ, რომ სასაფლაოზე იყო, ოკუპანტმა ზურგში სროლით მოკლა და ჩვენდა სამწუხაროდ ეს არ არის ერთეული შემთხვევა, როცა ხდება ადამიანების მკვლელობა, გატაცება და შემდეგ ამაზე პასუხისმგებლობას არ იღებს არავინ და სამწუხაროდ, არც ოკუპანტს, კონკრეტულ დამნაშავეებს არ სთხოვს პასუხს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს და ლევან დოთიაშვილი უკანონოდ დააკავეს. უკანონო პატიმრობაში მყოფი დოთიაშვილი 9 ნოემბერს გაათავისუფლეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)