20:59 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-10 17:23:49, 821 ნახვა

მსოფლიო
CNN - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ვიზიტით ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას მედიასაშუალება CNN ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ბერბოკი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დასავლეთ სანაპიროზე, საუდის არაბეთში და ისრაელში ჩავა.

"ისრაელს აქვს უფლება და მოვალეობა, დაიცვას თავი "ჰამასის" მიმდინარე სასტიკი ტერორისგან, რათა დაიცვას თავისი ხალხი. ამავდროულად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შემსუბუქდეს უდანაშაულო ბავშვების, ქალებისა და მამაკაცების საშინელი ტანჯვა",- განაცხადა ბერბოკმა.

შეგახსენებთ, ეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მესამე ვიზიტია ახლო აღმოსავლეთში მას შემდეგ, რაც "ჰამასსა" და ისრაელს შორის დაპირისპირება დაიწყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics