|
2023-11-09 17:37:55, 657 ნახვა
საზოგადოება
მერია - ლილოში 80-მდე ავტოფარეხის დემონტაჟი ხორციელდება და მათ ადგილას რეკრეაციული სივრცე ეწყობა
ლილოში, საქნავთის დასახლებაში, 16 000 კვ.მ ფართობზე უკანონოდ განთავსებული ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდა და მათ ადგილას რეკრეაციული სივრცის მოწყობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსდება საბავშვო და დასასვენებელი სივრცეები, სატრენაჟორო და სპორტული მოედნები; სკვერი შემოისაზღვრება და გამწვანდება სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარით; დამონტაჟდება სკამები და ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნილი ურნები. "სამუშაოების საწყის ეტაპს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი სამგორის რაიონის გამგებელ კახა სამხარაძესა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ რევაზ სოხაძესთან ერთად გაეცნო. აღნიშნულ ტერიტორიაზე ასევე, დაიგება დეკორატიული ფილები, შეიცვლება სარწყავი და განათების ქსელები, განთავსდება სკვერისთვის საჭირო თანამედროვე ინვენტარი. საქნავთის დასახლებაში აქამდე დასასვენებელი სივრცის მოწყობა ვერ ხერხდებოდა, რადგან აღნიშნული ტერიტორია უკანონოდ განთავსებულ 80-მდე ავტოფარეხს ეკავა. მათი ნაწილის დემონტაჟი უკვე განხორციელდა, ნაწილის კი ამ დროისთვის მიმდინარეობს. პროექტის ჯამური ღირებულება ორ მილიონ ლარს შეადგენს",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)