21:10 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-04 17:28:56, 894 ნახვა

მსოფლიო
ერდოღანი - ევროკავშირმა ღაზას მშვიდობიანი მოსახლეობა სიკვდილისთვის გაიმეტა

ევროკავშირმა ღაზას მშვიდობიანი მოსახლეობა სიკვდილისთვის გაიმეტა, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

ერდოღანის თქმით, ევროკავშირი უცნაურ და არათანმიმდევრულ როლს ასრულებს.

„ევროკავშირმა არ და ვერ წამოაყენა სამართლიანი მიდგომა. ყურადღება მიაქციეთ, ვინ არის ამჟამად ისრაელის მხარეს და ვინ არის რუსეთ-უკრაინის ომის დიპლომატიური პროცესების მიღმა. ეს არის ევროკავშირი. ჩვენი ნდობა ევროკავშირის მიმართ დარღვეულია“, -  განაცხადა ერდოღანმა.

მისივე თწმით, ახლა ადამიანთა სიცოცხლის დაცვის დროა.

„რას გვთავაზობს ევროკავშირის ადმინისტრაცია? ისრაელის მიერ პალესტინის მიწების სრული ოკუპაციისთვის გზის გახსნასა და პალესტინის არსებობის ფაქტობრივად დასრულებას? დროა, დავიცვათ ადამიანის სიცოცხლისა და ცხოვრების უფლება“, - დასძინა ერდოღანმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics