21:10 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-04 10:58:27, 769 ნახვა

მსოფლიო
გუტერეში - შეძრწუნებული ვარ, ალ-შიფას საავადმყოფოზე მომხდარი თავდასხმით

შეძრწუნებული ვარ ღაზაში, ალ-შიფას საავადმყოფოს წინ სასწრაფო დახმარების ავტომობილზე თავდასხმით, - აღნიშნულის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.

გუტერეშის თქმით, ღაზას სექტორში ვითარება საკმაოდ მძიმეა.

„შეძრწუნებული ვარ ღაზაში, ალ-შიფას საავადმყოფოს წინ სასწრაფო დახმარების ავტომობილზე თავდასხმით.

ახლა, თითქმის ერთი თვის განმავლობაში, ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის ბავშვები და ქალები, ალყაში მოექცნენ, უარი უთხრეს დახმარებაზე. არ მიეწოდებათ საკმარისი საკვები, წყალი და მედიკამენტები, საავადმყოფოებისა და წყლის ქარხნების ელექტროენერგიის საწვავი იწურება", - განაცხადა გუტერეშმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 3 ნოემბერს ღაზას მთავარ საავადმყოფოსთან, ალ-შიფასთან სასწრაფო დახმარების ავტომობილზე თავდასხმა მოხდა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა აიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics