|
2023-11-04 10:47:42, 689 ნახვა
საზოგადოება
თამარ გაბუნიამ, ცენტრალური აზიის რეგიონისეკონომიკური თანამშრომლობის სამუშაო შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა
ყაზახეთში, ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) ჯანდაცვის ჯგუფის, რიგით მე-5 სამუშაო შეხვედრები გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, 2023 წელს, საქართველო, „კარეკის“ თავმჯდომარე ქვეყანა იყო, შესაბამისად, ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ გახსნა. მისი განცხადებით, 2030 წლის საერთო ჯანდაცვის სტრატეგია და 2024 წლის რეგიონული საინვესტიციო ჩარჩო დოკუმენტი, რომლებიც ამ სამუშაო შეხვედრების დროს განიხილება, მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები იქნება მონაწილე ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად. ასევე - პრიორიტეტული პროექტების განსაზღვრისა და ტექნიკური დახმარების მისაღებად. სამუშაო შეხვედრებზე, „კარეკის“ მონაწილე 10 ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრებმა და მაღალი რანგის წარმომადგენლებმა, დოკუმენტების იმპლემენტაციის პროცესზე, სექტორში, დღეს არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. განიხილეს, რეგიონულ დონეზე, ჯანდაცვის მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და სამომავლოდ, მჭიდრო თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები. ღონისძიების ფარგლებში გამართული მოხსენებებისა და პრეზენტაციების პარალელურად, თამარ გაბუნიამ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, სადაც სპიკერებმა, ჯანდაცვის სექტორზე კლიმატური ცვლილებების გავლენაზე იმსჯელეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)