21:20 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-04 10:01:59, 752 ნახვა

მსოფლიო
ნეპალში მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 129 ადამიანი დაიღუპა

ნეპალში მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 129 ადამიანი დაიღუპა, 140-მდე პირი კი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ნეპალის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, კარნალის პროვინციაში დაფიქსირდა.

როგორც, CNN-ი წერს, ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ახლობლებს მიუსამძიმრა.

„ძალიან ვწუხვარ ნეპალში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა გამო. ინდოეთი სოლიდარულია ნეპალის ხალხის მიმართ და მზად არის, გაუწიოს ყველა შესაძლო დახმარება. ჩვენი ფიქრები დაღუპულთა ოჯახებთან არის. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, - განაცხადა მოდიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics