|
2023-11-03 15:14:24, 588 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ გომელაური აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ფაიგ გულიევთან შეხვედრა გამართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს ცნობით, ელჩმა შინაგან საქმეთა მინისტრს აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ახლად დანიშნული ატაშე, ადილ ბაღიროვი წარუდგინა, რომელიც ახლახან შეუდგა საქართველოში საქმიანობას. "ვახტანგ გომელაურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პოლიციის ატაშეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორ სახელმწიფოს შორის არსებული ინტენსიური თანამშრომლობის მნიშვნელობა სამართალდაცვის სფეროში. შინაგან საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა პოლიციის ატაშეების მნიშვნელოვან როლზე თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაში. მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამომავლო პერსპექტივებზე და მზადყოფნა გამოხატეს აქტიურად გააგრძელონ თანამშრომლობა მომავალში სხვადასხვა მიმართულებით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)