|
2023-11-03 12:36:52, 580 ნახვა
საზოგადოება
აშშ-ის საელჩოს დიპლომატიური უსაფრთხოების სამსახური - მოხარული ვართ იმ თანამშრომლობით, რომელიც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტთან გაგვაჩნია
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა, აშშ-ს საელჩოს დიპლომატიური უსაფრთხოების სამსახურის - რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არაერთი მძიმე დანაშაულისთვის, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე დააკავეს. „ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დიპლომატიური უსაფრთხოების წარმომადგენლებთან ერთად, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, არაერთი მძიმე დანაშაულისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე დავაკავეთ. დადგინდა, რომ ბრალდებულმა მანამდე გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ვიდრე მასზე გამოცხადდებოდა საერთაშორისო ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით. ერთობლივი მუშაობის შედეგად მოხდა აღნიშნული ბრალდებულის ადგილსამყოფლის დადგენა და მისი დაკავება“,- აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე. „ძებნილი პირის დაკავება 2 თვიანი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გახდა შესაძლებელი, რომელშიც ჩართულნი იყვნენ აშშ-ის საელჩოს დიპლომატიური უსაფრთხოების სამსახურის - რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, ფედერალური გამოძიების ბიუროს, აშშ-ის მარშალთა სამსახურის და საქართველოს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები. გაქცეული პირი წითელი ცირკულარით იძებნებოდა აშშ-ში ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულებისთვის. მოხარული ვართ იმ თანამშრომლობით, რომელიც გაგვაჩნია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტთან, მის დირექტორთან, თეიმურაზ კუპატაძესთან და კოლეგებთან, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული აღნიშნული პირის ძებნისა და დაკავების ღონისძიებაში",- ამბობს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების ოფიცერი ჯეიმს ულინი. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)