21:21 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-03 09:08:43, 849 ნახვა

მსოფლიო
კირბი - აშშ-ს მიაჩნია, რომ ისრაელი ცდილობს, ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი მინიმუმამდე დაიყვანოს

ამერიკის შეერთებულ შტატებს მიაჩნია, რომ ისრაელი ცდილობს, ღაზას სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი მინიმუმამდე დაიყვანოს,- ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. 

კითხვას, აქვს თუ არა თეთრ სახლს იგივე პოზიცია მას შემდეგ, რაც ისრაელმა ორ დღეში ორჯერ დაარტყა ბანაკს, შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირმა ასე უპასუხა: 

"ჩვენ ვხედავთ, რომ თავიანთი ოპერაციების ფარგლებში ისინი ცდილობენ, შეამცირონ მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი. ეს არ ნიშნავს და მე არ მითქვამს, რომ მათი ქმედებები მსხვერპლს არ იწვევს",- თქვა კირბიმ და დასძინა, რომ "ბრძოლის ველზე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ კითხვებს პასუხი ისრაელმა უნდა გასცეს".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics