|
2023-11-02 15:17:14, 743 ნახვა
საზოგადოება
ჯაღმაიძე - სინოდზე მიმოხილული იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი ტაძრების მდგომარეობა, პოლიტიკური და საომარი ვითარებები
მიმოხილული იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი ტაძრების მდგომარეობა, ასევე პოლიტიკური და საომარი ვითარებები, რაც ჩვენი რეგიონის ახლომახლო და სამეზობლოდ ხდება, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ჯაღმაიძის თქმით, სინოდზე არ განხილულა "მძიმე საკითხები", რომელთა შორისაა, პატრიარქის გადადგომა და ტახტის მოსაყდრე შიოსთვის უფლებამოსილების გაზრდა. "ის მძიმე საკითხები, რომელზეც იყო საუბარი, არ გამართლდა მორიგ ჯერზე, ამიტომ, დავიმახსოვროთ ეს ყველამ ერთად და ტყუილად ნუ შევიყვანთ მოსახლეობას შეცდომაში. მიმოხილული იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი ტაძრების მდგომარეობა, იმ ეპარქიების მდგომარეობა, სადაც ოკუპაციის ხაზი გადის, მიმოხილული იყო ეპარქიები, რომლებიც მაღალმთიან რეგიონში არის განთავსებული, ასევე, ზოგადად, იყო პოლიტიკური და საომარი ვითარებები განხილული, რაც ჩვენი რეგიონის ახლომახლო და სამეზობლოდ ხდება. ეს საკითხები იყო ძირითადად", - განაცხადა ჯაღმაიძემ. შეგახსენებთ, სინოდის სხდომა წელს მეორედ ჩატარდა, პირველად წმინდა სინოდი მიმდინარე წლის 14 თებერვალს შეიკრიბა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)