|
2023-11-02 14:19:46, 654 ნახვა
საზოგადოება
მცენარეთა გენეტიკური რესურსების შეგროვების მიზნით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ექსპედიცია გაიმართა
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ადგილობრივების საკარმიდამო ნაკვეთებიდან, 106 ნიმუში შეაგროვეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ექსპედიციის ფარგლებში, 30 ადგილიდან შეგროვდა სიმინდის 22, ლობიოს 70, ძაძას 1, მუხუდოს 1 და ცულისპირას 1 ნიმუში, რომლებიც შრობის პროცესს გაივლის და გენბანკში შესანახად მომზადდება. „ნიმუშების შეგროვება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საგრანტო დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში განხორციელდა. პროექტი 4 წლის განმავლობაში საქართველოს 8 რეგიონში განხორციელდება. მისი მთავარი მიზანი საქართველოში სამიზნე კულტურების კოლექციების არსებული მდგომარეობის შესწავლა, მცენარეთა გენეტიკური ბანკის კოლექციის გამდიდრება და საქართველოს სხვადასხვა დროს გატანილი და უცხოურ გენბანკში განთავსებული სამიზნე კულტურების გენეტიკური რესურსების დაბრუნებაა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)