|
2023-11-02 11:59:41, 561 ნახვა
საზოგადოება
შსს - „კანონისა და წესრიგის გლობალური ანგარიშის“ მიხედვით, წინა წელთან შედარებით საქართველოს ინდექსი გაუმჯობესებულია
საერთაშორისო კვლევითმა ორგანიზაცია „Gallup“-მა „კანონისა და წესრიგის“ ყოველწლიური გლობალური ინდექსი გამოაქვეყნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს ცნობით, „Gallup“-ის კვლევა 2022 წლის 8 აგვისტო-31 ოქტომბრის პერიოდში ჩატარდა და პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 1000 რესპონდენტი გამოიკითხა. “ინდექსი ეფუძნება სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულ გამოკითხვას, რომლის საშუალებითაც შეფასებულია ადამიანების პირადი უსაფრთხოება, დაცულობის შეგრძნება და მათი ნდობის ხარისხი სამართალდამცავ ორგანოებთან მიმართ. კვლევის შედეგების მიხედვით, 2022 წლის ანგარიშთან შედარებით, წელს საქართველოს ინდექსი გაუმჯობესებულია და 87 ქულას შეადგენს. საქართველო მინიჭებული ინდექსის მიხედვით, უსწრებს ისეთ ქვეყნებს როგორებიცაა: საფრანგეთი, იტალია, ავსტრალია, უნგრეთი, ბელგია, კანადა, იაპონია, ხორვატია და სხვა. ამავე კვლევის თანახმად საქართველო ადგილს ისეთი ქვეყნების გვერდით იკავებს როგორებიცაა ავსტრია, ნიდერლანდები და ჰონგ კონგი. ასევე, საქართველოს მაჩვენებელი მხოლოდ 1-2 ქულით ჩამოუვარდება გერმანიის, შვედეთის, პორტუგალიის, ესტონეთის და ესპანეთის მაჩვენებელს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)