|
2023-11-02 11:00:19, 642 ნახვა
საზოგადოება
ჯუანშერ ბურჭულაძე დასავლეთის სარდლობაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე სამხედრო ბაზებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და უწყების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ხონში, მე-6 საარტილერიო ბრიგადის ტერიტორიაზე ახლად გარემონტებული ყაზარმები დაათვალიერა. "თავდაცვის მინისტრი ადგილზე გაეცნო ჩატარებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს და მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. ბაზის ტერიტორიაზე გარემონტდა ორი ერთეული ყაზარმა, აშენდა მულტიფუნქციური სტადიონი, მოეწყო ბეტონის შიდა გზები. ასევე, ტერიტორიაზე მიმდინარეობს სასადილო შენობის რემონტი. სამხედრო მოსამსახურეებისთვის ღირსეული პირობების შექმნის მიზნით, ინფრასტრუქტურის განვითარება და განახლება უწყების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე მიმდინარე წელს შენდება 20 ობიექტი და რემონტდება 50 ობიექტზე მეტი. 2024 წელს, ამ მიზნით, თავდაცვის ბიუჯეტში 100 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)