21:21 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-02 09:56:45, 754 ნახვა

მსოფლიო
ისააკ ჰერცოგი - „ჰამასი“ ისრაელის ებრაელ და არაბ მოქალაქეებს შორის სიძულვილის გაღვივებას ცდილობს

ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი აცხადებს, რომ ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასი" ისრაელის ებრაელ და არაბ მოქალაქეებს შორის სიძულვილის გაღვივებას ცდილობს. 

ჰერცოგმა, რომელმაც ოთხშაბათს, საღამოს მოსახლეობას მიმართა, ისრაელის მოქალაქეებს ერთიანობისკენ მოუწოდა.

„მტერი ცდილობს ჩვენში სიძულვილის გაღვივებას - ებრაელ მოქალაქეებსა და არაბ მოქალაქეებს შორის. ასეთ მცდელობებს უნდა ებრძოლო უკომპრომისოდ და ცალსახად. ჩვენ უნდა აღმოვფხვრათ მტრობის, რასიზმისა და ძალადობის ყოველგვარი განსახიერება ჩვენში არსებული სხვადასხვა ჯგუფის მიმართ“,- განაცხადა ჰერცოგმა.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ისრაელში არაბი მოსახლეობის მნიშვნელობას და ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებული „ფსიქოლოგიური კამპანიის“ შესახებაც ისაუბრა.

„მათ სურთ ჩვენი შეშინება ვიდეოებით, ჭორებითა და ტყუილებით. ისინი ცდილობენ, ფსიქოლოგიურად გაგვტეხონ, გატეხონ ჩვენი პიროვნული და ეროვნული სული. ჩვენ არ მივცემთ მათ ამის საშუალებას“,- თქვა ჰერცოგმა.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ გამარჯვებასა და ყველა მოქალაქისთვის უსაფრთხოების აღდგენასთან ერთად, ისრაელისთვის პრიორიტეტად "ჰამასის" მიერ გატაცებული მძევლების გათავისუფლება რჩება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics