21:33 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-01 09:25:09, 675 ნახვა

მსოფლიო
პენტაგონის ცნობით, აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით 300 ჯარისკაცს აგზავნის

ამერიკის შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში დამატებით 300 ჯარისკაცს აგზავნის. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის უწყების პრესსპიკერმა, პატრიკ რაიდერმა განაცხადა.

რაიდერის თქმით, ჯარისკაცები ისრაელში არ ჩავლენ, რადგან მათი გაგზავნის მიზანი აშშ-ის თავდაცვის ძალების გაძლიერებაა.

"შემიძლია გამოვაცხადო გადაწყვეტილება აშშ-ის ცენტრალური სარდლობის რეგიონში დამატებითი 300 ჯარისკაცის განლაგების შესახებ. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ არ განვიხილავთ ამ ძალების განლაგებას კონკრეტულ ადგილებზე, მაგრამ შემიძლია დავადასტურო, რომ ისინი არ მიდიან ისრაელში. ჯარისკაცების გაგზავნის მიზანია, მხარი დაუჭიროს რეგიონულ შეკავების ძალისხმევას და კიდევ უფრო გააძლიეროს აშშ-ის ძალების დაცვის შესაძლებლობები", - განაცხადა რაიდერმა.

მისივე თქმით, ოქტომბერში ერაყსა და სირიაში აშშ-ის ჯარების წინააღმდეგ 27 თავდასხმა განხორციელდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics